ნაშრომი უმაღლესი ეკონომიკური განათლების სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ერთ-ერთ თემას წარმოადგენს. ეს პირველია თემების ციკლიდან, რომლის გამოცემაც ავტორს აქვს განზრახული. მასში, ბიზნესის თეორიასა და პრაქტიკაზე დაყრდნობით, აბსტრაქტულ მაგალითზე განხილულია ბიზნესის ორგანიზაციის შექმნისა და რენტაბელური ფუნქციონირების საკითხები. ასევე, განხილულია დანახარჯების სახეები; უზარალობის წერტილი; საცალო ფასის ცვლილების გავლენა გაყიდვის მოცულობაზე, მოგებასა და რენტაბელობაზე. გაყიდვის მოცულობის გადიდების გაანგარიშება უზარალობის მისაღწევად; რეალიზაციიდან ამონაგების აუცილებელი დონის გაანგარიშება ფასების შემცირებისას მთლიანი მოგების უზარალობის მისაღწევად; უზარალობის წერტილი მრავალნომენკლატურიან ასორტიმენტისას; დაგეგმილი მოგების გაანგარიშება; გაყიდვის რენტაბელობა; ფასზე დანამატი და სხვ. წიგნის ძირითადი მიზანია მკითხველს დაეხმაროს ბიზნესის ობიექტის ეფექტური მართვის ხელოვნების დაუფლებაში.